
სრულყოფილება
ყოველი გადაზიდვა იგეგმება და სრულდება უმაღლესი სტანდარტებით.
AG Express - საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვების კომპანია. ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ქართული ბიზნესი მსოფლიო ბაზართან საიმედო და ეფექტური ლოგისტიკით.
კომპანია დაარსდა იმ იდეით, რომ საქართველო გამხდარიყო კიდევ უფრო მეტად დაკავშირებული მსოფლიოს ბაზრებთან. დღეს AG Express უკვე მრავალწლიანი გამოცდილებითა და საერთაშორისო პარტნიორების ფართო ქსელით სარგებლობს.
ჩვენ ვაერთიანებთ საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და რკინიგზის გადაზიდვებს, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ მათთვის ყველაზე ოპტიმალური და ეკონომიური გადაწყვეტილება.
გუნდის თითოეული წევრი ორიენტირებულია ერთ მიზანზე - თქვენი ტვირთი მიიღოთ დროულად, უსაფრთხოდ და პროგნოზირებადი ხარჯებით.
ეს ის პრინციპებია, რომელიც ყოველ გადაზიდვაში გვიძღვის.

ყოველი გადაზიდვა იგეგმება და სრულდება უმაღლესი სტანდარტებით.

კლიენტი ყოველთვის ინფორმირებულია - ტარიფები, ვადები და სტატუსი ღიაა.

თითოეულ ტვირთს ვეკიდებით ისე, როგორც საკუთარს.

შეგვიძლია მოვარგოთ გადაზიდვის გადაწყვეტილება ნებისმიერ მოთხოვნას.